
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის X, XI, XII კლასის მოსწავლეებს სკოლის კურსდამთავრებული წარმატებული სპორტსმენი ზაზა ქინძოძე შეხვდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპორტსმენმა მოსწავლეებთან პროფესიული არჩევანისა და სპორტის სახეობის - „შერეული ორთაბრძოლების“ შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სპორტსმენმა მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
იხილეთ ფოტოები