შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
01-02-2019

ონის მუნიციპალიტეტის, შეუბნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შერჩეული წიგნები საჯაროდ წაიკითხეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობაში განსაკუთრებული ხალისით პირველი კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203