
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსში წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (6-9წ): III ადგილი დაიკავა IV კლასის მოსწავლემ მარიამ ჟიჟიაშვილმა (პედაგოგი ნუნუ ჯაფარიძე).
კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულს სიგელი და სპეციალური პრიზები.
იხილეთ ფოტოები