ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
01-02-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის - „პატარა უფლისწული“ წაიკითხეს და სკოლის ეზოში წაკითხული წიგნის პრეზენტაცია ჩაატარეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი წიგნიდან ნაწყვეტები ამოკითხეს. 

აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203