თბილისის N71 საჯარო სკოლაში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
31-01-2019

თბილისის N71 საჯარო სკოლის III/4 კლასში თემაზე - „ჯანსაღი კვება და ვიტამინები“ გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას.

„მოგეხსენებათ ბავშვების უმრავლესობას მიდრეკილება აქვთ არც თუ ისე სასარგებლო საკვებისაკენ, (ტკბილეული, ჩიფსები და ა.შ) აქედან გამომდინარე დაიგეგმა ეს აქტივობა. გვინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე და სწორ კვებაზე, რომ  ბავშვმა მიიღოს ის ვიტამინები, რომლებიც ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის სჭირდება. გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლები, (ქეთევან გოგოლაძე, თამთა მინდიაშვილი, ნანა ჩიტაშვილი და სოფო სიმონია) გაკვეთილი მათ წარმართეს, ისაუბრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. მშობლებმა კლასში ბავშვების დახმარებით ასევე სალათები დაამზადეს და დააგემოვნეს. ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ასევე მინდა გითხრათ რომ კლასის მოსწავლეთა 100% ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში izrune.ge-ში არის ჩართული. ჩვენ უკვე მეგობრული კლასი ვართ, მოსწავლეები ყოველთვის დიდი ემოციით ელოდებიან ტესტებს, გვაქვს წარმატების კედელიც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203