ნუკრიანის N2 საჯარო სკოლას ინგლისურენოვანი წიგნები გადაეცა
31-01-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ინგლისურენოვანი წიგნების მოძრავი ბიბლიოთეკის პროექტში, რომელიც შვიდობის კორპუსის მოხალისის, ნიკი მორინის დახმარებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, „ცოდნის კაფეში“ დიდი ბრიტანეთიდან  2000-ზე მეტი თანამედროვე წიგნი ჩამოვიდა, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ლონდონში მცხოვრებმა აქტიურმა ადამიანებმა მოაგროვეს.

პროექტი „ორბელიანი საქართველოს“ დაფინანსებით განხორციელდა.

ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის ოდენობიდან გამომდინარე, რეგიონის სკოლებში ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკების შექმნაში ორგანიზაცია „კრისტალიც“ ჩაერთო.

წიგნების სკოლებში სამოგზაუროდ თაროები საკუთარი ინიციატივით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია ხატიაშვილმა დაამზადებინა.

ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203