წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი სასკოლო პრემიის ფარგლებში გალავნის სკოლას ესტუმრნენ
31-01-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ტელუსის" წევრები, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2019“-ის ფარგლებში, სოფელ გალავნის სკოლას ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრობა გამწვანების აქციით დაიწყო, მოსწავლეებმა ნაძვები, ხამილციპარისი და ნაძვი - picea conica დარგეს.

გამწვანების აქციის შემდეგ ეკოკლუბმა „მართვემ“ ეკოკლუბ „ტელუსს“ მათ სამუშაო ოთახში უმასპინძლა. ეკოკლუბ „მართვეს“ ლიდერმა „ნიკო კეცხოველის  პრემიის“ ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ისაუბრა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203