ამაღლების საჯარო სკოლაში აქცია „დავიცვათ ცხოველები“ გაიმართა
31-01-2019

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, (საქართველოში პირველად აღინიშნა 2009 წელს) ამაღლების საჯარო სკოლაში არსებულმა ჯგუფ „ეკოლოგების“ წევრებმა აქცია „დავიცვათ ცხოველები“ ჩაატარეს. 

აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ბანერები და შესაწირი ყუთი.

„გავედით მოსახლეობაში თანხის შესაგროვებლად, რათა უსახლკარო ცხოველთათვის საკვები გვეყიდა. დავაპურეთ სოფელ ამაღლების და მის გარე ტერიტორიაზე მყოფი უსახლკარო ძაღლები, მათი დაპურების პროცესში გადავაწყდით ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაცვლილ ორ ძაღლსაც“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, მოსწავლეების წამოწყება სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა მოიწონა და პირველი შესაწირიც სწორედ მან გაიღო. 

მასთან ერთად აქციაში მონაწილეობდნენ ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედკოლექტივი, ადგილობრივი გამგეობის წვერები, სოფელ შუა ამაღლების ცენტრში ახლად გახსნილი მაღაზიების, ჩოხატაურის რესურსცენტრის და ჩოხატაურში მოძრავი საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები, ასევე, სსმპ თ. ცინცაძე და სკოლის პედაგოგები, ედიშერ თავაძე, ნინო ყაჭეიშვილი და ნათია ხვინჩიაშვილი. 

ამაღლების საჯარო სკოლა მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203