
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის 4ა კლასის მოსწავლეებმა, „მე და საზოგადოების“ მასწავლებლის ნათია მეფარიშვილის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია - „გავუფრთხილდეთ წიგნს“ ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქაღალდის წარმოებისა და წიგნის შექმნის შესახებ ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, თუ რა შრომატევადი საქმეა წიგნის შექმნა, რა პროცედურებს გადის ის მკითხველთან მისვლამდე და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
იხილეთ ფოტოები