დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „აივ ინფექცია არ არის განაჩენი“ ჩაატარეს
30-01-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის, დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილე ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „აივ ინფექცია არ არის განაჩენი“ ჩაატარეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარეს. 

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 1 დეკემბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203