ძირკვაძეების საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები „ეტალონის“ სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ
30-01-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სერთიფიკატები მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა დონარ აბულაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა. დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წარმატებული მოსწავლეეების დამრიგებლებს და წინსვლა უსურვა.

სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება  „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203