დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ
29-01-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის, დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარსდგნენ, ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სახალისო წარმოდგენები დადგეს.

„ბავშვებმა საუკეთესო წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას და შეუქმნეს ლამაზი საახალწლო განწყობა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს სკოლის დირექტორს, ღონისძიების ხელმძღვანელსა და პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ღონისძიების ორგანიზებაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203