
ოლადაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურული წრის ორგანიზებით პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოში როგორც ადგილობრივი, ისე მიწვეული პოეტები მონაწილეობდნენ.
საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს: აჭარის მწერალთა კავშირის წევრმა, ნანა შაინიძემ, მესაზღვრე ფრიდონ ზოიძემ, ადგილობრივმა პედაგოგებმა, გურამ და თამაზ მაჭარაძეებმა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, როინ მაჭარაძემ.
საღამოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები