ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო გოლეთიანმა ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა
29-01-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ანანო გოლეთიანმა „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.

სკოლის აღსაზრდელი ოლიმპიადის ქართული ენის და ლიტერატურის კონკურსში მონაწილეობდა და ქვეყნის მაშტაბით სამეულში მოხვდა. 

სკოლა ანანო გოლეთიანს და მის პედაგოგს მადონა მახარობლიძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203