
ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა, რომელშიც მე-2 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაშში მონაწილეებს 20 შეკითხვა დაუსვეს.
შეჯიბრში თამარ სურმავამ გაიმარჯვა, რომელმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა. ის ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვეს.
მეორე და მესამე ადგილი თათია ფირცხალავამ და ანანო ხუნწელიამ გადაინაწილეს.
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი კონკურსები ყოველთვიურად ჩატარდება.
ინტელექტუალურ თამაშს პედაგოგი ნინო დანელია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები