ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა მაყურებელს მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობა წარუდგინეს
28-01-2019
ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ადამიას ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამეკლასელებმა მრავალფეროვანი სანახაობა წარმოადგინეს. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ასევე ნატვრის ხე დადგეს, რომელზეც საახალწლო სურვილები ჩამოკიდეს.