2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება
28-01-2019

2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

სავალდებულო იქნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

ამის შესახებ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ გამართეს.

პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა 2020 წლიდან განსახორციელებელი სხვა ცვლილებები:

  • უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის
  • აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ, როგორც ტექნიკური ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები
  • ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო ნუსხა
  • გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყო სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული

ასევე იხილეთ: მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203