კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ
28-01-2019
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ Iა კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ინგლისურ ენაზეც იმღერეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის აღსაზრდელები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.
ღონისძიებას პედაგოგი თამარ ქემოკლიძე ხელმძღვანელობდა. იხილეთ ფოტოები