ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განათლების თემაზე ასფალტი მოხატეს
28-01-2019
განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქალაქ ბათუმის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ფლეშმობი მოეწყო, მოიხატა უნივერსიტეტის ეზო და განათლების თემატიკაზე ნახატები შეიქმნა.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში დაესწრნენ.

უნივერსიტეტის ეზოში ამ დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად ბუშტებიც გაუშვეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 24 იანვარი განათლების საერთაშორიო დღედ გამოცხადდა. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203