განათლება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხული მოსახლეობის 12%-ს მიაჩნია - NDI-ის კვლევა
28-01-2019

„ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 12% მიიჩნევს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია მისთვის და მისი ოჯახისთვის.

NDI-ის მიერ დასმულ კითხვაზე: „რომელი ეროვნული საკითხებია, თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“? გამოკითხულთა უმეტესობა სამუშაო ადგილებს ასახელებს, მეორე ადგილზე სიღარიბეა, მესამეზე ინფლაცია. აღნიშნულ ჩამონათვალში განათლება მერვე ადგილს იკავებს.

კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა 2 205 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

ასევე იხილეთNDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს საშუალოდ აფასებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203