„ეტალონმა“ ყიშლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
25-01-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ყიშლის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.