სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ღია გაკვეთილი ჩატარდა
25-01-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლაში მათემატიკაში ღია გაკვეთილი (IX, X, XI კლასები) ჩატარდა.
გაკვეთილი სახელწოდებით „ვინ იქნება პირველი“ მოსწავლეებში კონკურენციის გზით სასწავლო მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა.
გაკვეთილზე მათემატიკის პედაგოგმა ასინეთ ჭიტაძემ გაკვეთილისთვის სპეციალურად შექმნილი რესურსი გამოიყენა.
„გაკვეთილის შედეგებმა ცხადყო, რომ მიზანი წარმატებით შესრულდა, რაც გამოვლინდა შემდგომ გაკვეთილებზე აკადემიური მოსწრების ამაღლებით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.