უჩხოს საჯარო სკოლაში მათემატიკის წრის მორიგი შეხვედრა გაიმართა
25-01-2019
უჩხოს საჯარო სკოლაში მათემატიკის სამუშაო წრის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
წრეს პედაგოგი ნანული სოლომონიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ნატურალური რიცხვების გამრავლებასა და გაყოფაზე ისაუბრეს.
„მათ აღმოაჩინეს ზოგიერთი სახის ამოცანის გადაწყვეტის მარტივი და ეფექტიანი გზა, რომელიც ემსახურება ანალიზური აზროვნების განვითარებას“ - აღნიშნა პედაგოგმა.