ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
25-01-2019
ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში, იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირში პირველი ადგილი ავთანდილ კორძაძემ დაიკავა. მეორე ადგილზე, მე-2 თანრიგოსან გოგონებს შორის კი მარიამ ბელთაძე გავიდა.

ლუკა სულაბერიძემ და გიორგი ორმოცაძემ კი მე-4 თანრიგის ნორმატივი შეასრულეს.

სკოლის აღსაზრდელები ვანის სპორტსკოლის მოჭადრაკეთა გუნდის წევრები არიან. ტურნირი ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა.

სკოლა აღსაზრდელებს და მათ სპორტის მასწავლებელს ავთანდილ ძიგვაშვილს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203