ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი ნახატებით გადმოსცეს
25-01-2019
ხოჯორნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა თავიანთი თვალით დანახული ახალი წელი ნახატებით გადმოსცეს, რომლებიც შემდგომ კედელზე გააკრეს.
აქტივობის წარმატებით დასრულების შემდეგ ბავშვები ტკბილეულით დაჯილდოვდნენ.