ქსნის საჯარო სკოლაში პროექტი - „ფინანსური განათლება ბავშვებს“ განხორციელდა
25-01-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსნის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში პროექტი - „ფინანსური განათლება ბავშვებს“ განხორციელდა. პროექტს სკოლის პედაგოგი ჯულიეტა ახალკაცი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის შემაჯამაბელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა პროექტის მანძილზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ინსცენირება - „რა ხდება ბანკში“ გაითამაშეს.
პროექტის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს გამორჩეული ინტერესისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. იხილეთ ფოტოები