მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
24-01-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების მონაწილეობით „რა?სად?როდის?“ გაიმართა. კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ტესტირების შედეგად გამოვლინდნენ.
შეჯიბრი ეტაპებად წარიმართა და 2018-19 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ „ბროლის ბუს“ მოსაპოვებლად.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი „ბროლის ბუ“, ხოლო ორივე გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ მონაწილის სიგელებით.
ინტელექტუალური შეჯიბრი კვლავ გაგრძელდება და მეორე სემესტრის ბოლოს დასრულდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს