დაუდასტურებელი ინფორმაციით, პედაგოგებს კოლეგები დოკუმენტების მომზადებაში ეხმარებოდნენ და გასამრჯელოსაც იღებდნენ - ბერიკა შუკაკიძე
22-01-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა სქემაში განსახორციელებელი ცვლილებების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული რეალობის შეფასების ანალიზის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დამოუკიდებლად ჩაატარა ფოკუს-ჯგუფების კვლევა არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებში. ჩვენ შევხვდით მასწავლებლებს, დირექტორებს, განათლების ექსპერტებს და მათთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“ არსებული პრობლემები, რომელსაც სულ მალე ახალი სახელწოდება ექნება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გახდება“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

როგორც  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მასწავლებლების უმეტესობას საბუთების მომზადებაში სხვა კოლეგები ეხმარებოდნენ და ამაში გასამრჯელოსაც იღებდნენ.

„ცალსახად, ყველა ფოკუს-ჯგუფიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბიუროკრატია არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, სამწუხაროდ, პედაგოგების უმეტესობამ საბუთების ატვირთვაში, თვითშეფასების დაწერაში „დაიხმარა“ კოლეგები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამაში გასამრჯელოსაც იღებდნენ ჯგუფები, ეს ინფორმაციები ვრცელდებოდა სოციალურ ქსელშიც, მაგრამ ბუნებრივია, მე ვერ დავადასტურებ ამას. სამწუხაროდ, საბუთომანიამ მასწავლებელი საკლასო ოთახს მოწყვიტა. მასწავლებელი დაკავებული იყო საბუთომანიით, ჩვენი ცენტრი კი მათი შეფასებით“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ვრცლად იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203