რეაბილიტირებული ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
22-01-2019
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სკოლის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია დაათვალიერეს. ოფიციალური ნაწილის შემდეგ, საზეიმო ღონისძიება საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს