რამდენი კაცი მასწავლებელი ასწავლის დაწყებით კლასებში საქართველოს მასშტაბით  
22-01-2019

საქართველოში მასწავლებლობა დამკვიდრებული სტერეოტიპიდან გამომდინარე, უმეტესად მაინც ქალის საქმიანობად მიიჩნევა და ალბათ, გასაკვირიც არ იქნება ის ფაქტი, რომ 67 344 მასწავლებლიდან 58 ათასზე მეტი სწორედ ქალია.

Etaloni.ge დაინტერესდა, როგორია გენდერული ბალანსი დაწყებითი კლასის მასწავლებელთა შორის. რისთვისაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სულ 36 714 დაწყებითი კლასის მასწავლებელია, საიდანაც 31 517- ქალია, ხოლო 5 197 - კაცი.

აღსანიშნავია, რომ დაწყებით კლასის ქალი მასწავლებლების რიცხვი თითქმის, 6-ჯერ მეტია, ვიდრე კაცების.

უწყების მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი დაწყებითი კლასის კაცი მასწავლებელი შემდეგ რეგიონებშია: ქვემო ქართლში - 973; იმერეთი - 872 და აჭარა - 826.

ყველაზე ცოტა: 20 - აფხაზეთი; მცხეთა- მთიანეთი - 126; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 141.

რაც შეეხება დედაქალაქს, დაწყებითი კლასის მასწავლებლად 345 მამაკაცი მუშაობს, ხოლო 7 373 კი  ქალია.

იხილეთ უფრო დეტალურად დაწყებითი კლასის მასწავლებელთა გენდერული ბალანსის შესახებ ინფორმაცია: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203