დღეს, 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლიდან მიულოცა.
„გვყავს არაჩვეულებრივი, უნიჭერესი ბავშვები, ძალიან მოტივირებული, ძალიან მონდომებული. ჩვენი მასწავლებლების კორპუსი არის ძალიან კარგი, აქაც და ყველა სკოლაში. მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება“ - განაცხადა მინისტრმა