„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი
18-01-2019

პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალების შესახებ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო მათი ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1 500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მიხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება",- განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას დირექტორები და მასწავლებლებიც დაესწრნენ. პრეზენტაცია განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ჩაატარეს.

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203