ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოელი თანატოლების გამოცდილებას გაეცნენ
18-01-2019
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში პროექტი „სკოლა და ჩვენი უცხოელი თანატოლები“ განხორციელდა. 

პროექტში მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ პედაგოგი დარეჯან ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, არგენტინისა და თურქეთის სკოლების შესახებ, იმუშავეს ჯგუფებში და მოამზადეს პრეზენტაცია.

„მათ აღნიშნეს, თუ რა მოეწონათ და როგორ გამოიყენებენ საერთაშორისო გამოცდილებას სკოლაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203