თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგმა სადამრიგებლო კლასში საინტერესო აქტივობა განახორციელა
17-01-2019
თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგმა ინა მეცხვარიშვილმა სადამრიგებლო კლასში აქტივობა - „მიჩვენე - იცნობ და ზრუნავ საკუთარ თავზე?“ განახორციელა.

მესამეკლასელებმა აქტივობის ფარგლებში შემდეგ კითხვებს უპასუხეს:

  • ვინ ხარ შენ ? როგორ წარადგენ საკუთარ თავსაუდიტორიის წინაშე?
  • რას გვეტყვი შენს თავზე?
  • რა მოგწონს ყველაზე უფრო საკუთარ თავში?
  • როგორ ფიქრობ, რისი გაკეთება გამოგდის ყველაზე უფრო კარგად?
  • საიდან ხვდები ამას?
  • რომ შეგეძლოს შენი ქცევის შეცვლა, რას გააკეთებდი განსხვავებულად?
  • როგორ გესმის გამოთქმა: „ვიცნობ და ვზრუნავ საკუთარ თავზე“.
  • შეეცადე, გვიჩვენო ერთი რამ, რაც ყველაზე უკეთ გამოგდის. 
  • რას დაარქმევდი მას?
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, იაქტიურეს და თავი საუკეთესოდ წარმოჩინეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203