სტუდენტთა საყურადღებოდ - გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო
17-01-2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს. 

სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 17 იანვარს 12:00 საათიდან დაიწყო და 1-ელ თებერვლას 18:00 საათზე დასრულდება.

მობილობა წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში ხორციელდება. 

მობილობის მსურველი სასურველია, გაეცნოს ელექტრონული პორტალით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქციას.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 45 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 
სულ გამოცხადებულია 7 790 ვაკანტური ადგილი

დაწესებულებები, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ: 

1. შპს - ევროპის უნივერსიტეტი 
2. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 
3. შპს - უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია" 
4. შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 
5. შპს - სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 
6. შპს - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 
7. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
8. ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი" 
9. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 
10. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი
 
ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 6 თებერვალს და დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის - 2 200 220 საშუალებით მიიღოთ ან დაუკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge 

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება 2019 წლის 21 და 30 იანვარს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე. 

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის №1, 0 სართულის საკონფერენციო დარბაზი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203