ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალილოს მსვლელობაში მონაწილეობდნენ
16-01-2019
ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალილოს მსვლელობაში მონაწილეობდნენ და სოფელს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა ახარეს.
მსვლელობაში III-V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მათ არ დაიზარეს
და მოიარეს ყველა უბანი ხატებით, ბაირაღებით და გალობით, ხალხი გზადაგზა გაუმასპინძლდა კიდეც დაღლილ პატარებს, რომლებმაც შეგროვებული შესაწირი თანხა და ტკბილეული დაურიგეს გაჭირვებულ ოჯახებს და მოხუცებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს