თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
16-01-2019
თბილისის N208 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა, სკოლის პედაგოგ მანანა მასურაშვილის ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად დამპალოს სასაფლაოს შესასვლელში, პატარა ფიცრულ ოთახში დაბინავებულ მარტოხელა დედას და მისი სამი შვილს ესტუმრა და სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანა.
„ისინი მათ დაეხმარნენ როგორც თანხით, ასევე პროდუქტით და სხა საჭირო ნივთებით. ამ ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება. მათთვის ზამთრის ყველა გრძელი ღამე გაფერადდა. ჩვენს პატარებს წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება მიენიჭათ. მათ იმაზე მეტად უხარიათ, ვიდრე მათ, ვისაც დაეხმარნენ, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ სიკეთე ჩაიდინეს და აქვთ სურვილი მომავალშიც გაიმეორონ. დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ მანანა მასურაშვილს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომ თავიანთი მონდომებით და შრომით შეძლეს ღიმილიანი ახალი წლის ჩუქება ერთი ლამაზი ოჯახისთვის.“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს