სიქთარვის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პოეტ ბექა ფოცხვერიასთან შეხვედრა გაიმართა
16-01-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლაში კულტურულ-ჰუმანიტარული „ფონდი სოხუმის“ ორგანიზებით ნიჭიერ, ახალგაზრდა პოეტ ბექა ფოცხვერიასთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას მე-8, მე-9 და მე-10 კლასის 10 მოსწავლე დაესწრო. 

„შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა და ძალადობა და აქტიურად ჩაერთნენ, როგორც დისკუსიაში, ასევე სავარჯიშოების გაკეთებაში, აშკარად იგრძნობოდა მათი მოტივაციაც. ისინი ღიად საუბრობდნენ ბულინგის, ოჯახში ძალადობის, ქუჩაში ძალადობის საკითხებზე და ამავდროულად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203