აწყურის საჯარო სკოლაში მეორე სემესტრიდან ქიმიის საგნობრივი წრე იწყებს ფუნქციონირებას
16-01-2019
აწყურის საჯარო სკოლაში, VIII-XI კლასის მოსწავლეებისათვის
მიმდინარე წლის II სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ქიმიის
საგნობრივი წრე „ქიმია პრაქტიკულ ცხოვრებაში“, რომელიც ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა თეორიული ცოდნის დონის ამაღლებას, ქიმიის
დაუფლებისადმი ინტერესის გაძლიერებას, პროგრამული მასალის გაღრმავებას
და რაც მთავარია, ადგილობრივი პირობების შესაბამისად პრაქტიკული
საქმიანობისათვის მათ მომზადებას.
წრის მუშაობის ხანგრძლივობაა 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით.
წრის მუშაობას უხელმძღვანელებს ქიმიის უფროსი მასწავლებელი ლიანა ბოჩიკაშვილი.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, კერძოდ:
• პრობლემის დანახვის და გადაწყვეტილების უნარების ჩამოყალიბება; • მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება; • თეორიული ცოდნის დონის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება; • პრეზენტაციის უნარის განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს