ბათუმის კერძო სკოლა „სკოლა ქართულის“ მეათე კლასში ქიმიის სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი პედაგოგმა ინგა ქარცივაძემ ჩაატარა და მისი თემა „ქრომის ჟანგვის რიცხვის ცვლილება ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში“ იყო.
გაკვეთილზე მოსწავლეები დაიყვნენ 4 ჯგუფად, გაიხსენეს რეაქციის ტიპები და თითოეულმა
ჯგუფმა ჩაატარა შესაბამისი სადემონსტრაციო ცდა.
„მათ ასევე, დაახასიათეს
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და გამოიტანეს დასკვნა, რომ ჟანგვა-აღდგენითი
რეაქციების მიმდინარეობაზე დაკვირვება შესაძლებელია ფერის ცვლილების
მიხედვით - ნარინჯისფერი ამონიუმის ბიქრომატის დაშლის შედეგად მიიღება მუქი
მწვანე ფერის ნივთიერება ქრომის (III) ოქსიდი, გამოიყოფა აზოტი და წყალი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო