ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს
16-01-2019
ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგურთის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც „სასკოლო ოლიმპიადის“ ფარგლებში გაიმართა.
ორივე ნაკრებმა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა: I ადგილი გოგონებში: თინათინ ბათაძე და თამუნა კახიძე; I ადგილი ვაჟებში: ლუკა გაბელაია და თორნიკე გაბელაია
გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა დააჯილდოვა.