ის პირველია, ვინც 2019 წელს Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა - გაიცანით მოსწავლე საგარეჯოს N1 საჯარო სკოლიდან
16-01-2019
ახალი წელი საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მიშიკო ფანოზიშვილისთვის განსაკუთრებული მზრუნველობით დაიწყო... ის პირველია, ვინც 2019 წელს Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა და ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად მეტი წარმატებისკენ განაგრძობს სვლას.

როგორც მისი მზრუნველი მშობელი თეონა კონცელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, Izrune.ge-ს შესახებ ოჯახმა საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის გამორჩეული მასწავლებლებისა და აქტიური მშობლებისაგან შეიტყო. გაითვალისწინა რა, ათასობით ოჯახის გამოცდილება და პორტალის შედეგები, მიშიკოსთან ერთად პირველ იანვარს Izrune.ge-ს წევრი გახდა და ახლა დედა-შვილი პირველი შემაჯამებელი ტესტის დადებას მოუთმენლად ელის.

მიშიკომ უკვე გაიარა სავარჯიშო ტესტები და მას პორტალის გასართობ-შემეცნებითი ხასიათი ძალიან მოსწონს: 

„ჩემი კლასელებიც ჩართულები არიან Izrune.ge-ში, ჩვენ კითხვები, ფერადი და ნახატებიანი საიტი ძალიან მოგვწონს, გვინდა, უკეთესად ვისწავლოთ, რომ ბევრი ვარსკვლავი და ოქროს დიპლომი დავაგროვოთ." 

თეონას მოსწონს შვილის შემართება და სჯერა, რომ Izrune.ge-სთან ერთად, ოჯახისა და სკოლის ერთობლივი მუშაობით, მიშიკო გონიერი და წარმატებული ბიჭი გაიზრდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203