რუსთავის N17-ის, მარნეულის N1-ის და ​იდუმალის სკოლების მოსწავლეებმა „დღიურების კონკურსში“ გაიმარჯვეს
15-01-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის „დღიურების კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასის მოსწავლეები.

216 ნამუშევრიდან, ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

I ადგილი - სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: მარიამ ქავთარაძე და თამარ ციხელაშვილი

II ადგილი - სსიპ ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ნატროშვილი

III ადგილი - სსიპ ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხანუმ მამედოვა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203