გაეცანით თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა კვერენჩხილაძის წარმატებას
14-01-2019
გასულ შაბათ-კვირას თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში „ზამთრის თასის“ 2019 წლის გათამაშება გაიმართა. 

ფეხბურთის ტურნირზე თბილისის N165 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შოთა კვერენჩხილაძეც ასპარეზობდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ 15 წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავს. 

შოთა კვერენჩხილაძის გუნდი დაძაბული თამაშების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. 

ეს გუნდები შარშანაც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ მაშინ „საბურთალომ“ იმარჯვა და „დინამო“ 4-2 დაამარცხა. ამჯერადაც თამაში ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა გამარჯვება „დინამოს“ ხვდა წილად. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჯამბული იობაშვილი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ასევე დინამოელი საბა გეგიაძე გახდა. 

თბილისის N165 საჯარო სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეს ამ გამარჯვებას და მომავალში დიდ წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203