„ახალი წელი ჩვენს კლასში“ - etaloni.ge-ს საახალწლო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
15-01-2019

საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ის მიერ გამოცხადებული საახალწლო კონკურსი დასრულდა. საახალწლოდ ჯადოსნურად მორთული კლასების ფოტოები etaloni.ge-ს „ფეისბუქის“ გვერდზე იყო განთავსებული.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და ასევე დასახელდნენ „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის რჩეულები.

14 იანვრის მდგომარეობით, Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: საახალწლოდ მორთული I კლასის ფოტომ 2 900 მოწონება მიიღო; I2 კლასის ფოტომ კი - 2 800.

თბილისის N71 საჯარო სკოლის I კლასი (დამრიგებელი ლედი ელიაშვილი)


თბილისის N71 საჯარო სკოლის I2 კლასი

მეორე ადგილი მცხეთის N1 საჯარო სკოლის 1 კლასის (პედაგოგი მარინა იმერლიშვილი) ფოტომ  1 500 მოწონებით დაიმსახურა


მესამე ადგილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის II კლასის (პედაგოგი ია შეყლაშვილი) ფოტომ მოიპოვა 1 200 მოწონებით


Etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები კი გახდნენ: 

გორის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლის VII კლასი (მათემატიკური ნაძვის ხე. დამრიგებელი ქეთევან სახუგაშვილი)


თბილისის N173 საჯარო სკოლის IV კლასი


ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის III კლასი (კლასის ხელმძღვანელი ნინო მეზვრიშვილი)

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს რჩეულია თბილისის N106 საჯარო სკოლის I4 კლასის ფოტო (დამრიგებელი სოფიკო მეხაშიშვილი)


გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა 2018 წლის 20 დეკემბრიდან იყო შესაძლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203