საახალწლო წარმოდგენამ აწყურის საჯარო სკოლაში მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა
14-01-2019
აწყურის საჯარო სკოლაში საახალწლო და საშობაო ღონისძიებები გაიმართა. 

ღონისძიებებში მთელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები და მათ დამსწრე აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარმოუდგინეს. 

სცენის შუაგულში აღმართული ნაძვის ხის ირგვლივ მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და ასე მიულოცეს ახალი წელი თანატოლებსა და პედაგოგებს. 

მოსწავლეების წარმოდგენებმა და ღონისძიებებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203