თბილისის, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, მეორე კლასებში ქართველი და უცხოელი მასწავლებლების ორგანიზებით ღია გაკვეთილები ჩატარდა.
ღია გაკვეთილის თემა იყო - „ჩემი ოჯახი“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები წაიკითხეს, კოგნიტური სქემები გამოიყენეს, სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ, საკუთარი ოჯახის შესახებ ინდივიდუალური პრეზენტაციები წარმოადგინეს და ხალისით ჩაერთვნენ ინტერაქციაში.
იხილეთ ფოტოები სრულად