ვანის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და ამაღელვებელი ახალი წელი დადგა
14-01-2019
ვანის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო და საშობაო განწყობა მთელი თვის მანძილზე სუფევდა.
სკოლაში განწყობის შესაქმნელად სკოლის დირექტორმა, თეონა ადეიშვილმა თითოეული კლასი მოიარა და ასე მიულოცა მოსწავლეებს ახალი წელი.
„ახალ წელს გილოცავ ჩემო საქართველო, თვალებციმციმა პატარების ახდენილი
ოცნებები, მშვიდი, უშფოთველი ძილი, ბედნიერი ბავშვობა და ერთმანეთის უსაშველო
სიყვარული დაგვბედებოდეს“ - აღნიშნა მან.
სკოლაში გაიმართა ასევე სხვადასხვა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოუდგინეს მაყურებელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს