თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო მათემატიკური ღონისძიება გამართეს
14-01-2019
თბილისის N208 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატალია ხუციძის ხელმძღვანელობით, საახალწლო მათემატიკური ღონისძიება გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა საახალწლო ღონისძიების სცენარი მათემატიკას დაუკავშირა.
„ღონისძება საოცრად ეფექტური და სახალისო გამოვიდა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაითავისეს მასწავლებლის მიზანი: გაუღრმავდათ ზუსტი მეცნიერებისადმი ინტერესი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის დირექცია ნატალია ხუციძეს და ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდის.