ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
14-01-2019
ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები მარიამ ქაძანაია და ტატო სოსელია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203